ჩვენ არავის ვემუქრებით, არ ვაპირებთ არავისზე თავდასხმას, არც 2029, არც 2030 და არც 2050 წელს, მაგრამ აგრესიას თუ შევეჯახებით, იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიური სხდომის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი შეგნებულად მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქვეყანას საკუთარი თავის შეიარაღებული ძალებით დაცვა მოუხდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი შეგნებულად მიიყვანეს იმ სიტუაციამდე, როდესაც ის უბრალოდ იძულებული გახდა, ამ აშკარა აგრესიის საპასუხოდ, თავი იარაღით ხელში დაეცვა. შეგნებულად მიგვიყვანეს ამ ზღვრამდე. დასავლეთს არ უნდა ექცია უკრაინაში რუსოფობია, რუსების შევიწროება და მკვლელობები სახელმწიფო იდეოლოგიად და არ უნდა დაესახა მიზნად რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.

მრავალი წლის განმავლობაში, მინდა, ეს განსაკუთრებით აღვნიშნო, ახალი რუსეთი ცდილობდა ე.წ. დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გამხდარიყო, თუმცა პრაქტიკაში ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რუსეთი საბოლოოდ იზოლირებული და დაშლილი ყოფილიყო“, – განაცხადა პუტინმა.