მუხიანში მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი - "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა - ამის შესახებ bm.ge წერს.

დოკუმენტების მიხედვით კომპანია "ინდუსტრიული ქალაქმა", რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის" საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს "რადიო ქალაქს", რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა.

ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "რადიო ქალაქის" დირექტორია ივანე ხვედელიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილი.

რეესტრის თანახმად, ობიექტზე ვრცელდება თიბისი ბანკის იპოთეკა და საბანკო ვალდებულება ტერიტორიის ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.