რუსეთთან მოლაპარაკებებისა და აგრესორის მიმართ დათმობებისკენ მოწოდებების შემდეგ პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო "ევროპული სოლიდარობის" ფრაქციიდან გარიცხეს, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ალექსეი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებასა და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით განსხვავდება "ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური პრინციპებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, კომპრომისები შეიძლება ომის დასრულების ნაწილი იყოს, თუმცა, უკრაინის დამოუკიდებლობა, მისი ევროპული მომავალი, ეროვნული იდენტობის საკითხები და საკუთარი უსაფრთხოების სისტემის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება არ შეიძლება იყოს დათმობების საგანი.

გასული კვირის ბოლოს ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ომის გაგრძელება უაზრო და უკიდურესად საშიშია უკრაინისთვის და ამიტომ მშვიდობის გულისთვის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დათმობების გაკეთება ღირს.