რუსმა ოკუპანტებმა დღეს, 9 იანვარს, უკრაინის პორტებთან ახლოს მცურავ სამოქალაქო გემებს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად სირიის მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერი და საზოგადოების განვითარების მინისტრის ალექსი კულება წერს.

კულებას ცნობით, რუსულმა თავდასხმის დრონმა სენტ-კიტსის და ნევისის (კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში) დროშის ქვეშ მცურავ გემს დაარტყა. ის უკრაინის მარცვლეულის დერეფნის ფარგლებში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდა.

"სამწუხაროდ, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრი, სირიის მოქალაქე დაიღუპა. ეს ომის საშინელი დანაშაულია“, - აღნიშნა მან.

კულებას თქმით, ოდესის პორტთან ახლოს, რუსებმა კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტიეს. მას სოიო გადაჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილზე მაშველები არიან გაგზავნილი.

"ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო სამიზნეებს, საერთაშორისო გადაზიდვებს და კვების ლოგისტიკას“, - განაცხადა კულებამ.