სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციამ შექმნა ილუზია, რომ ის მშვიდობის დამყარებას შეძლებდა. ეს შეუძლებელია, უკრაინის ომი არის გრძელვადიანი, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას ახლა რთული პერიოდის გავლა მოუწევს აშშ-ის დახმარების გარეშე.

"ეს არის ზუსტად ის შეტევა, რაც აჩვენებს, რომ პუტინს არანაირი მოლაპარაკებები არ სურს. მას არანაირი პირობებით არ აწყობს მოლაპარაკებები იმიტომ, რომ ამ ომის ვითარების მშვიდობაში გადატანა, როგორც ჩანს, ვერ შეძლებს და ამისთვის ემზადება. ყველაფერი დანარჩენი არის ილუზიის შექმნა.

სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციამ შექმნა ილუზია, რომ ის მშვიდობის დამყარებას შეძლებდა. ეს შეუძლებელია, უკრაინის ომი არის გრძელვადიანი ომი და რაც უფრო დრო გავა, პუტინი უფრო აგრესიული გახდება. მას უკვე აღარ შეუძლია სამხედრო ობიექტებზე იოლად თავდასხმა ამიტომ, უფრო აგრესიული გახდება სამოქალაქო ობიექტების მიმართ. უფრო რთული გახდება ეს ომი.

კიევი არ მოდუნდა, მაგრამ რუსებს არ სძინავთ, ისინი მუდმივად ცვლიან ტაქტიკას. 

ბევრი ფუჭი დრონი იყო გაშვებული, რომელიც აბნევს მოწინააღმდეგის რადარებს. დრო დასჭირდება უკრაინას, რომ ახალ სტრატეგიაზე გადაეწყონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ისწავლა თავის დაცვა, ისწავლა ბრძოლის წარმართვა.

ახლა ყველაზე ძნელი მომენტის გავლა მოუწევს უკრაინას, ეს იქნება ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ბრძოლის გაგრძელება, რისთვისაც უფრო სერიოზულად უნდა მოემზადონ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.