აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვის შემდეგ კიევში ჩავიდნენ.

ტრამპის წარმომადგენლებს, რომლებიც კიევში მატარებლით ჩავიდნენ, ქვეყნის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია დახვდნენ.

უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან ევროპელი პარტნიორებიც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებიან საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის წარმომადგენლები.

"ერთად ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის“, – აღნიშნავს ბუდანოვი.

ტრამპის წარმომადგენლები კიევში მოსკოვიდან ჩავიდნენ, სადაც კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.