ევროპამ ყურადღება უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე უნდა გაამახვილოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.

"ევროპამ რუსეთთან და უკრაინასთან ომზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ამას. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ევროპამ ყურადღება – არა გრენლანდიაზე“, – განაცხადა ტრამპმა.

როდესაც მას ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა ძალას გრენლანდიის დასაკავებლად, პრეზიდენტმა უპასუხა: "კომენტარის გარეშე“.