დონალდ ტრამპის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა, იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ მან პუტინს ჰკითხა, დაიწყებდა თუ არა ის შეჭრას, თავად რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

"მე ნამდვილად ვკითხე პუტინს, ვუთხარი: „წახვიდოდი იქ, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“ მან თქვა: „არა“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, პუტინმა გამოთქვა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინპინის მონაწილეობით შეხვდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას იანვრის დასაწყისამდე - სანამ კონგრესზე კონტროლი დემოკრატების ხელში გადავა. ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ვაშინგტონი ჩქარობს, მაშინ როცა კრემლი საკუთარი ულტიმატუმების შესრულების გარეშე მოვლენების ფორსირებას არ გეგმავს.

გარდა ამისა, დღეს ტრამპი სკანდალში გაეხვია კრემლის მეთაურის შესახებ გაკეთებული კიდევ ერთი განცხადების გამო. ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის კომენტირებისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი რაკეტებსა და დრონებს პოლონეთის მიმართულებით „შემთხვევით“ უშვებდა. ამავდროულად, მან შეაქო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და განაცხადა, რომ მან არჩევნებში თითქოს ტრამპის მხარდაჭერის წყალობით გაიმარჯვა.