ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარის გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება, - ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები ეჭვქვეშ სწორედ რუსეთის პოზიციამ დააყენა.

"ვფიქრობ, რუსებს ზედმეტად ბევრი სურდათ და ამერიკელებისთვის აშკარა გახდა, რომ ტრამპი ბუდაპეშტში ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ სატელეფონო საუბრამდე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუს კოლეგას მალე შეხვდებოდა. ასევე ამბობდა იმასაც, რომ პუტინი დათმობებზე წასვლას არ აპირებდა.