ორშაბათს, 30 დეკემბერს, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 189 მოქალაქე დააბრუნა. ესენი არიან "აზოვსტალის" და მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის,  კუნძულ "ზმეინის" დამცველები და მებრძოლები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან.

”ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს კი ერთ-ერთი ასეთი დღეა: ჩვენმა გუნდმა მოახერხა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, დაბრუნებულებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები, მათ შორის არიან ეროვნული გვარდიელები, "აზოველები", მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის, საზღვაო ძალების და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები.

სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განმარტავენ, რომ ეს არის მეთერთმეტე გაცვლა 2024 წელს.