უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი დამენია დაიღუპა. 

30 წლის გიორგი დამენია წარმოშობით სენაკიდან იყო, თუმცა ბოლო პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

დამენიას გადმოსასვენებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და ზუსტდება ჩამოსვენების დრო. 

უკრაინაში პუტინს ომს ამ დრომდე რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.