უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 474 260 (+860) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.05.24-მდე: ტანკები - 7375 (+9), ჯავშანტექნიკა - 14179 (+18), საარტილერიო სისტემები - 12212 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1057 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 790 (+2), თვითმფრინავები - 349 (+1), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9636 (+25), ფრთოსანი რაკეტები - 2124 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 16418 (+37), სპეციალური ტექნიკა - 2002 (+4).