უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 716 070 (+1690) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.11.24-მდე: ტანკები – 9319 (+19), ჯავშანტექნიკა – 18 947 (+51), საარტილერიო სისტემები – 20 472 (+64), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1252 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 997 (+1), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 18 852 (+54), ფრთოსანი რაკეტები – 2640 (+4).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 29 090 (+124), სპეციალური ტექნიკა – 3629 (+0).