71 წლის ასაკში მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
იყო რამდენიმე წიგნის ავტორი.
71 წლის ასაკში მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
იყო რამდენიმე წიგნის ავტორი.
1767038204
მისივე თქმით, თანამშრომელმა, რომელმაც იცოდა, რომ გაყალბებულ საბუთს აწერდა ხელს, გულგრილობა გამოიჩინა საქმის მიმართ, რის გამოც პასუხი უნდა აგოს. "წარმოიდგინეთ, რომ გზების დეპარტამენტის თანამშრომელი ნამყოფიც კი არ არის იმ ობიექტზე, თორემ სხვა შემთხვევაში, ხელს არ მოაწერდა. მაგრამ თუ ნამყოფი არ არის და თან ხელი მოაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი საქმიანობისა და თანამდებობის მიმართ და თუ გულგრილი დამოკიდებულებაც არ ჰქონდათ, მაშინ ე.ი. იცოდა რასაც აკეთებდა, იცოდა, რომ გაყალბებული დოკუმენტაცია იყო და ამაზე გააზრებულად აწერდა ხელს. ყველა შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა ადამიანის, არა მარტო კომპანიის თანამშრომლების, რამედ ყველა საჯარო მოხელის, რომელიც მონაწილეობდა ამ ტენდერის გამოცხადებიდან ფულის გადარიცხვამდე, სრული რგოლი, მათ შორის დაწყებული სპეციალისტებით და დასრულებული გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობითა და მინისტრით", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.ქრთამის აღებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებულებს, რომლებიც გზების ინფრასტრუქტურაში კორუფციასთან არიან დაკავშირებული, გირაოს შეფარდებაზე მოსამართლემ უარი განუცხადა. საქმე მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15-კილომეტრიან გზატკეცილს ეხება, რომელიც ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.
1767038188
მისივე თქმით, ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებში ცალსახაა, რომ დონალდ ტრამპი წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო პროუკრაინულადაა განწყობილი. "პუტინმა დრამატული ნაბიჯები გადადგა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობამ. ის ესკალაციაზე მიდის შეგნებულად იმიტომ, რომ მოლაპარაკებები იყო ძალიან რთული, დარჩა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მაგრამ რაღაც ტენდენციებს შეიძლება დავაკვირდეთ, ერთი ის, რომ სულ უფრო თანხვედრაშია ზელენსკისა და ევროპელების პოზიცია, ის, რომ ტრამპი ხდება თანდათანობით პროუკრაინული, თუმცა არ ანებებს თავს პუტინისთვის ხოტბის შესხმას, რაც არც ისე სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ შეადარეთ, შეხვედრა, რომელიც 10 თვის წინ იყო თეთრ სახლში და ახლანდელი შეხვედრა - როგორი იყო მაშინ და როგორი იყო ახლა. ახლა იყო ძალიან დინჯი, დიპლომატიური, ძალიან ყურადღებით ალაგებდა წინადადებებს, აზრებს, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული მოლაპარაკებები, მაინც შეიძლება ითქვას, რომ წინ წავიწიეთ. არსებობს 20-პუნქტიანი გეგმა და არანაირი 28 პუნქტი აღარ არსებობს. არის ახალი ელემენტებიც. სხვათა შორის, დღეს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი დაზვერვა ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის, მიხვდება, რა დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმეო.თუ რაიმე არჩევანი უნდა გააკეთოს უკრაინამ, ეს უნდა იყოს კარგსა და უფრო კარგს შორის და ეს იქნება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
1767036591
კუროსაკმაოდ წარმატებული დღეა თქვენთვის მოლაპარაკებებისა და გონებრივი აქტივობების კუთხით, ამიტომ იმოქმედეთ.ტყუპებიყურადღების ცენტრში ხართ, შესაძლოა თქვენით დაინტერესდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, თქვენი დაკვირვების ობიექტია.კირჩხიბიიზრუნეთ ემოციურ ბალანსზე და ენერგოტონუსის ამაღლებაზე. მეტი სიმშვიდითა და დიპლომატიით აღიჭურვეთ, რადგან ადამიანი, ვისაც დღეს დახმარებაზე უარს ეტყვით ხვალ შესაძლოა თქვენი მხსნელი აღმოჩნდეს.ლომიდღეს, თქვენ გაქვთ რესურსი და ენერგია ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.ქალწულიიყავით მომთმენი და კეთილგონიერება გამოიჩინეთ, საკმაოდ კარგი დღეა სხვადასხვა კომუნიკაციებისა და აქტივობებისთვის.სასწორიკარგი დროა თქვენი პოზიციის გასამყარებლად, გააანალიზეთ სამომავლო პერსპექტივები, დაისახეთ სტრატეგია, შეგიძლიათ საჭიროებისას ახლობელ ადამიანებსაც სთხოვოთ დახმარება.მორიელიმეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს და ოჯახის წევრებს. შესაძლოა, არაერთი იდეა და ბიზნესს პროექტი დაისახოთ, ამიტომ კარგად გათვალეთ რისკები და დაიხმარეთ პროფესიონალები კონკრეტულ საკითხებში.მშვილდოსანიშესაძლოა ამ დღეს აქტუალური იყოს ფინანსური თემები. მოახდინეთ დროული რეაგირება წარმოქმნილ პრობლემებზე, მიენდეთ თქვენს ინტუიციას.თხის რქაშესაძლოა, დღეს, ფინანსური ან საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მიიღოთ. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის, ხელსაყრელი დრო არ არის. მეტად ენდეთ მეგობრების რჩევებს.მერწყულისაკმაოდ ნაყოფიერი დღეა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, გართობა, საქმე... მოსაწყენად არ გცალიათ. ნუ იქნებით ზედაპირული, წარმოქმნილ რთულ საკითხებს სჯობს, ბოლომდე ჩაეძიოთ და აღმოფხვრათ პრობლემის მიზეზი.თევზებიგამოიყენეთ კონტაქტები, ნაცნობობა, ჩაერთეთ ღონისძიებებში, ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდექით. ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ამ შემთხვევაში, ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება.
1767034455
ამავე საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (ჭიათურა-ზესტაფონი) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
1767034290
მისივე თქმით, როდესაც ბაჩო ახალაიას რამდენიმე კვირის წინ საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, მიხვდნენ, რომ დაკავებას უპირებდნენ."ბაჩოს დაკავება სჭირდებათ, მეორე - ამ პროცესების, გულწრფელი პროტესტის გასაშავებლად სჭირდებათ და ამიტომ იყო უკვე ზაფხულიდან ბაჩოს "გაშავება". როდესაც ბაჩო რამდენიმე კვირის წინ საზღვარზე ვერ გავიდა, რომელიც ორი თუ სამი კვირის წინ იყო, ძალიან მშვიდად გამობრუნდა უკან, ისე რომ არც კი უკითხავს, რა იყო მიზეზი, აქედან გამომდინარე, უკვე ვიცოდით, რომ ეს ამბავი უნდა მომხდარიყო.მოსამართლის განჩინებით არ შემოსულან, დაგვაკავეს, გაგვჩხრიკეს. წერია, რომ ჩვენ ვაპირებდით გაქცევას, ტელეფონისა და კომპიუტერის განადგურებას და ამიტომ დაგვაკავეს. დაგვიბარეს, განვუცხადეთ, რომ მივიდოდით, მაგრამ ნახევარ საათში მოცვივდნენ მიზეზით, რომ თურმე გავრბოდით ჩვენ, რომლებიც კამერების ალყაში ვართ, მათ მიერ გამაგრებულ ციხესიმაგრეში ვსხედვართ. ჩვენი ყველა გადაადგილება იციან მათ.მე არ მაქვს უფლება ბევრი რამის თქმის და მასალებთან წვდომაც არ მაქვს, მაგრამ ყველასთვის საჯარო იქნება, ამას მე ვპირდები ამ რუსებს - "ქართულ ოცნებას" , - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
1767029090
ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ თითქოს, ნოვგოროდის ოლქში პუტინის სახელმწიფო რეზიდენციას დრონებით დაარტყა. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს არის მზადება მტრის ახალი დარტყმისთვის."რუსეთის მოლაპარაკების პოზიცია გადაიხედება კიევის რეჟიმის სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოო გადასვლის გათვალისწინებით. პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის საპასუხო დარტყმის მიზნები და დრო განსაზღვრულია“, - განაცხადა ლავროვმა.ზელენსკის განცხადებით, რუსები კიევში სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის საბაბს ეძებენ."ჩვენ ახლა რუსეთიდან ძალიან საშიში განცხადებები მოვისმინეთ, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის ყველა მიღწევის ჩაშლას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის დასაახლოებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ რუსების განცხადებას ასევე უწოდა „ყალბი ისტორია“, რომელიც გამოიყენება უკრაინაზე, კერძოდ კიევზე შემდგომი თავდასხმების გასამართლებლად. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ რუსებს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ უარი თქვან ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე."ტიპური რუსული ტყუილები. მათ უკვე შეუტიეს კიევს, კერძოდ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობას. უკრაინა არ დგამს ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება დაასუსტოს დიპლომატიას. რუსეთი ყოველთვის აკეთებს ამას. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალიდან, რაც ჩვენ განგვასხვავებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ გაჩუმდეს ახლა და რუსებმა არ შეაფერხონ მშვიდობისკენ სვლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1767027236
ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
1767025533
"ხალხს მშვიდობა სურს. დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ მან ნახა გამოკითხვის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ 85% ან თუნდაც 87% მშვიდობას სურს და მან ასეც თქვა. ეს ჩვენი ცხოვრებაა. 87% მხარს უჭერს მშვიდობას. ამავდროულად, 85% ეწინააღმდეგება დონბასის დატოვებას. ეს ნიშნავს, რომ ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასის დატოვება „ყველაზე უარესი სცენარია“ და დასძინა, რომ მოლაპარაკებების ყველა მხარემ ეს უნდა გაიგოს.„ეს უკრაინისთვის დიდი რისკია. ეს უკრაინელებისთვის მიუღებელია. რეფერენდუმი დადებითი არ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ
1766122063
ოზურგეთში მოსწავლის ცემის ფაქტზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს
1766174285
19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1766087307
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1766692412
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1766345258