უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 009 330 (+1090) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.06.25-მდე: ტანკები – 10 954 (+3), ჯავშანტექნიკა – 22 860 (+7), საარტილერიო სისტემები – 29 374 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1421 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1188 (+1), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 41 229 (+70), ფრთოსანი რაკეტები – 3369 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 52 501 (+81), სპეციალური ტექნიკა – 3920 (+2).

ბოლო მონაცემებით, დღის განმავლობაში ფრონტზე 133 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა ყველაზე მეტი შეტევა პოკროვსკის მიმართულებით განახორციელა.