კონკრეტული პირის ბრალი ეს ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს იყო ივანიშვილის და იმ რუსული სისტემის ბრალი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია ამოარჩია ივანიშვილმა იმისთვის, რომ მთელი ეს ჩირქი მას მოსცხოს.

"კონკრეტული პირის ბრალი ეს ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს იყო ივანიშვილის და იმ რუსული სისტემის ბრალი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, თუმცა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ გახარია, რომელმაც ამ წლების მანძილზე არასოდეს არ ილაპარაკა სიმართლე, ამოარჩია ივანიშვილმა იმისთვის, რომ მთელი ეს ჩირქი მოსცხოს გახარიას, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს არის 20 ივნისის გამოუძიებელი საქმე, რომელშიც მეც მაქვს დაზარალებულის სტატუსი მიღებული, ამ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება არ ყოფილა და დამნაშავეები არ დასჯილან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.