უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 213 460 (+940) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.01.26-მდე: ტანკები – 11 512 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 863 (+6), საარტილერიო სისტემები – 35 831 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 593 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 269 (+1), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 101 443 (+879), ფრთოსანი რაკეტები – 4 137 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 73 102 (+157), სპეციალური ტექნიკა – 4 036 (+0).