უკრაინის უმაღლესმა რადამ მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც  უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს. რატიფიცირებას 338 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე რატიფიკაცია დაამტკიცეს რადას კომიტეტებმა, ხოლო მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა საჭირო დოკუმენტები, როგორიცაა განმარტებითი ბარათი, თავად შეთანხმების ტექსტი და რეგისტრაცია.

1 მაისს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც შეთანხმება უკრაინის წიაღის შესახებ. ამ შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები მიიღებს წვდომას უკრაინის რესურსებზე, მაგრამ კონტროლი უკრაინას დარჩება.

ასევე, შეერთებულ შტატებთან ერთად შეიქმნება უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი. მისი მართვა 50/50-ზე გადანაწილდება და არცერთ მხარეს არ ექნება დომინანტური ხმა.