აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს  ვლადიმერ პუტინზე გავლენის ბერკეტები, თუმცა, მას ჯერ არ სურს მათი გამოყენება.

ტრამპის თქმით, პუტინმა იმედის მომცემი განცხადება გააკეთა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ სიამოვნებით შეხვდება პუტინს ომის დასასრულებლად.

მისივე თქმით, თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ეს იქნება "ძალიან იმედგაცრუებული მომენტი მთელი მსოფლიოსთვის".

"ასე რომ, საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი უკვე შეთანხმებულია. ახლა ვნახოთ, დათანხმდება თუ არა რუსეთი და თუ არა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო მომენტი მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას "გავლენის ბერკეტები", რომელიც აშშ-ის შეუძლია გამოიყენოს პუტინის წინააღმდეგ, როგორიცაა სანქციები, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას აქვს გარკვეული ბერკეტები, მაგრამ არ სურს ამაზე საუბარი.

"მე მაქვს გავლენის ბერკეტები, მაგრამ არ მსურს ახლა ამაზე საუბარი, რადგან ჩვენ ახლა ვესაუბრებით მათ და ვიმსჯელებთ იმ განცხადებებიდან, რომელიც მან დღეს გააკეთა, ვფიქრობ, ისინი საკმაოდ პოზიტიური იყო“, - განაცხადა ტრამპმა.