დარწმუნებული ვარ, ოდესმე დადგება გარდამავალი მართლმსაჯულების პერიოდი ამ ქვეყანაში, როდესაც ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლიანი შეფასება, -  ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტას" დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სფეროში არის რეპრესიები.

"დარწმუნებული ვარ, ოდესმე დადგება გარდამავალი მართლმსაჯულების პერიოდი ამ ქვეყანაში, როდესაც ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლიანი შეფასება.  

ყველანი მძიმე რეპრესიების ქვეშ ვართ, აღარ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი ხარ, სამოქალაქო აქტივისტი ხარ თუ საჯარო მოხელე - ყველას თანაბრად ეხება. ის ხდება, რაც ვიწინასწარმეტყველეთ, ყველა სფეროში არის რეპრესიები და ზოგჯერ იმ ხალხს უფრო მეტად ეხება რეპრესია, ვინც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ასეთი არის რეჟიმის ბუნება. ამ ვითარებაში მთავარია, რეპრესიების მსხვერპლებმა იგრძნონ, რომ მართლა გულწრფელად სჯერა მათი სახალხო დამცველს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.