ბელარუსმა ქმედებებით უნდა აჩვენოს, რომ ის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს მხოლოდ სიტყვები აღარ არის საკმარისი.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევმა არაერთხელ მოითხოვა მინსკისგან ბელორუსის ტერიტორიაზე არსებული სადგურების დემონტაჟი, რომლებიც რუსულ დრონებს უკრაინის ქალაქებზე უფრო ზუსტი დარტყმების განხორციელებაში ეხმარება.

"თავისი "ბოდიში" თავისთვის დაიტოვოს. ეს უკვე ომის დაწყების მეორე დღიდან აღარ მუშაობს. მე მას ავუხსენი: პირველი ნაბიჯი რუსული რეტრანსლატორების ტექნიკური მხარდაჭერის არარსებობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ბელარუსი ოკუპანტების დახმარებისთვის სერიოზული შედეგების შესახებ უკვე გააფრთხილა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ცოტა ხნის ზელენსკის ბოდიში მოუხადა და მას "დამშვიდებისკენ" მოუწოდა. მინსკის ნაბიჯზე რეაგირებისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა და ლუკაშენკოს სასაზღვრო რეგიონებიდან სპეციალური აღჭურვილობის გასატანად ზუსტად ერთი კვირა მისცა.