ისრაელის სამხედროები ლიბანის ტერიტორიაზე დარჩებიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებს არ აქვთ არანაირი შეზღუდვა, რომ ლიბანში საფრთხეების აღმოსაფხვრელად იმოქმედონ.

მისივე თქმით, სამხედროები ლიბანის იმ ტერიტორიაზე დარჩებიან, რომელსაც ისრაელი „უსაფრთხოების ზონას“ უწოდებს.

ირანში კი აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე დახურული იქნება იქამდე, ვიდრე ისრაელის მხრიდან ლიბანზე თავდასხმები არ შეწყდება.