ამჟამად ფრონტზე მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები და თავდასხმები ფიქსირდება. ყველაზე ცხარე ბრძოლები პოკროვსკის, ლიმანის და კუპიანსკის მიმართულებით გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე სანქციების საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება, რათა დაეხმაროს მშვიდობას. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ახალ რუსულ დარტყმებსა და ახალ რუსულ თავდასხმებს ვხედავთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოხსენება იყო.

"ფრონტზე სიტუაცია კვლავ რთული რჩება - ზოგიერთ რაიონში რუსული აქტივობის ზრდას ვაფიქსირებთ. ყველაზე სერიოზული ბრძოლები პოკროვსკის, ლიმანის და კუპიანსკის მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები კურსკის ოპერაციას აგრძელებენ.

"რაც ხელს უშლის რუსი ჯარისკაცების მნიშვნელოვან რაოდენობას უკრაინის ტერიტორიაზე აქტიურობის განხორციელებაში. ომი უნდა გადავიდეს რუსეთის ტერიტორიაზე - საიდანაც დაიწყო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.