უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

უმაღლესმა რადამ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.

აშშ-მა და უკრაინამ სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვებისა და უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმებას 30 აპრილს მოაწერეს ხელი. ფონდის საშუალებით მოხდება თანხების მობილიზება ათვისებული ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და უკრაინის სხვა აქტივების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან. ამასთან, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უზრუნველყოფს, ჩაითვლება ფონდში ინვესტიციად.