დღეს, რაც ვნახეთ ეს იყო "ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მძიმე დღე. ყველა ვერ აცნობიერებს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს შინაგანი ხმა ეუბნება, რომ ის, რაც ქვეყანას მან მოუტანა დღევანდელი პარლამენტით, რომელიც ყველაფრის სახე იყო: უპატივცემულობის, კონსტიტუციის, რაღაც შინაგანი, მორალური კომპრომისების, ყველაფერი იმის, როგორიც არ უნდა წარმოიდგინო და რომლისთვისაც არ უნდა გაიმეტო შენი ქვეყანა, დღეს მას წუხილი უნდა ჰქონოდა ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც ხმა არ მისცა "ქართულ ოცნებას“, ვინც იბრძვის ამ დრომდე, ის გამარჯვებულია და ის არის მომავალი საქართველოს შემქმნელი და წარსული საქართველოს ნაწილიც, რომლითაც მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე.

"დღეს, რაც ვნახეთ ეს იყო "ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მძიმე დღე. ყველა ვერ აცნობიერებს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს შინაგანი ხმა ეუბნება, რომ ის, რაც ქვეყანას მან მოუტანა დღევანდელი პარლამენტით, რომელიც ყველაფრის სახე იყო: უპატივცემულობის, კონსტიტუციის, რაღაც შინაგანი, მორალური კომპრომისების, ყველაფერი იმის, როგორიც არ უნდა წარმოიდგინო და რომლისთვისაც არ უნდა გაიმეტო შენი ქვეყანა, დღეს მას წუხილი უნდა ჰქონოდა ამასთან დაკავშირებით, რადგან იყო იმ პარლამენტში, სადაც ძალიან საბრალოდ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით, იმ ადამიანების გვერდით, არც ერთი, რომ არ განასახიერებს ბრძოლისუნარიანობას. ეს ყველაზე მძიმე დღე იყო მათთვის, თორემ, ყველა ის ადამიანი, ვინც ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“, ვინც იბრძვის ამ დრომდე, ის გამარჯვებულია და ის არის მომავალი საქართველოს შემქმნელი და წარსული საქართველოს ნაწილიც, რომლითაც მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე. არ ვიცი, ამაზე დიდი მწუხარება რა უნდა ჰქონდეთ, როდესაც უყურებ, როგორ დამარხეს პარლამენტი, როგორ გარდაიცვალა მათ ხელში ქართული დემოკრატია, როგორ თქვეს უარი სამართლებრივ წესრიგზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.