საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, ცინიკურ, ბოროტ ძალასთან. ისინი ქვეყანას მართავენ ორი ინსტრუმენტით: სიყალბით და ძალადობით, მათ ხელშია მთელი რესურსი, რაც სახელმწიფოს გააჩნია, მიტაცებული აქვთ ეს უკანონოდ და იყენებენ ამას საქართველოს წინააღმდეგ. ამ სიყალბეში თავისი წვლილი მიუძღვით ჩვენს ოპოზიციურ, პოლიტიკურ სპექტრსაც და მე არ მოვერიდები და გეტყვით, რომ თქვენც მიგიძღვით ამაში წვლილი, ყველა მედია საშუალებას, რომლებიც ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებდით პოლიტიკურ ინტერესს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, - ამის შესახებ დრამატურგმა პაატა ციკოლიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა გონს მოვიდეს და იკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ამ ისტორიაში საქართველო ან იქნება ზნედაცემულების მხარეს, ან იქნება მორალურად წელში გამართული.

"საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, ცინიკურ, ბოროტ ძალასთან. ისინი ქვეყანას მართავენ ორი ინსტრუმენტით: სიყალბით და ძალადობით, მათ ხელშია მთელი რესურსი, რაც სახელმწიფოს გააჩნია, მიტაცებული აქვთ ეს უკანონოდ და იყენებენ ამას საქართველოს წინააღმდეგ. ამ სიყალბეში თავისი წვლილი მიუძღვით ჩვენს ოპოზიციურ, პოლიტიკურ სპექტრსაც და მე არ მოვერიდები და გეტყვით, რომ თქვენც მიგიძღვით ამაში წვლილი, ყველა მედია საშუალებას, რომლებიც ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებდით პოლიტიკურ ინტერესს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თქვენც გდებთ ბრალს, ბრალს ვდებ ოპოზიციურ სპექტრს, რომლებიც ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როდესაც ვითომ საქმეს სჭირდებოდა, ბრალს ვდებ ყველას, რომელსაც შეეძლო მეტი გაეკეთებინა და ან უვიცობის, ან უტვინობის, ან უნიჭობის, რაღაცის გამო არ გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა და ამ დროს, თუ ეს ყველაფერი იცი, რომ გაქვს, უტვინოც ხარ, უვიციც ხარ, ნუ იბრალებ პოზიციას, რომ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები და მე დამაკისრა ბუნებამ ან ხალხმა, რომ ამ პოზიციაში ვიყო.

ყველა ცდილობდა, რომ გადაწყვეტილების პოზიციაში ყოფილიყო, ყველა ცდილობდა, რომ ძალის პოზიციაში ყოფილიყო, მაგრამ შედეგი რა დადგა?! გულანთებული საზოგადოება იყო ქუჩაში და რა დავახვედრეთ საპასუხოდ?! მათ ვისაც შეეძლო რამე გაეკეთებინა ან იმ ხმებით, რაც მიიღეს, ეს ხომ იყო მანდატი მათ ხელში, ეს ხომ არის პასუხისმგებლობა მათი... მე რომ ავდგე და ოპოზიცია ვაკრიტიკო სრული უფლება მაქვს და ვერავინ გამაჩუმებს, რადგან სინდისი მკარნახობს ამას და ვერანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობა წინ ვერ აღმიდგება.

რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, იყო ტოტალური მარცხი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც გარკვეული გავლენის ბერკეტებს ფლობდა, მათ ეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა, თორემ ქართულმა საზოგადოებამ, რისი გაკეთებაც შეეძლო, ყველაფერი აკეთა, ის პროტესტი, გაზაფხულზე, რომ იყო არ შეწყვეტილა, ის პროტესტი მოქმედებებში გადაიზარდა. თან გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ვიყავით ცუდად ინფორმირებულები, ჩვენ არ ვიცოდით ის, რაც იცოდით თქვენ, რაც იცოდნენ მათ და რაც იცოდნენ ყველამ. ამ გამარჯვებას ყველამ ყველაფერი დავაკელით და ვისაც ჰქონდა გავლენა, რესურსი, თქვენ უფრო მეტი დააკელით. ყველა გონს მოვიდეს და იკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ამ ისტორიაში საქართველო ან იქნება ზნედაცემულების მხარეს, ან იქნება მორალურად წელში გამართული“, - განაცხადა პაატა ციკოლიამ.