14 საგუშაგო დახურეს, მათ შორის იმ ადგილას, სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამიტომაც, ამ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ შორის ამ საკითხზეც უნდა დადგეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ჩორჩანას ეპიზოდის გარდა კიდევ სხვა საკითხებზეც უნდა აგოს პასუხი.

"მიუხედავად ჩემი გახარიასადმი დამოკიდებულებისა, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ დაიჭერენ, კი, ნამდვილად ვიტყვი, რომ პოლიტიკური პატიმარია. გახარიამ ჩორჩანას ეპიზოდზე კი არ უნდა აგოს პასუხი, ბევრი სხვა საკითხია, რაზეც თავისუფალი სასამართლოს პირობებში უნდა აგოს პასუხი. 

უფრო მეტს ვიტყვი, ამ საგუშაგოს გახსნას რომ ედავებიან, "ოცნების" მოსვლიდან დღემდე მარტო სამეგრელოსთან საოკუპაციო ხაზზე 14 საგუშაგო იცავდა და ჩიტიც კი ვერ შემოფრინდებოდა სამეგრელოში. 14-ვე საგუშაგო დახურეს, მათ შორის იმ ადგილას, სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამიტომაც, ამ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ შორის, ამ საკითხზეც უნდა დადგეს, რომ ეს 14 საგუშაგო მარტო აქ რომ დაიხურა, რატომ არ იყო ამაზე პასუხისმგებელი. 

პარლამენტის ამ კომისიას რომ ვუყურებ, იმდენად მეშლება ნერვები, რომ მართლა მინდა ვიღაც მივიდეს და თავზე დაახუროს და ელაპარაკოს სიმართლე. გახარია თუ მივიდოდა ამ კომისიაზე, უნდა ესაუბრა რეალურად და 6-საათიანი განხილვის შემდეგ, რომ კიდევ კითხვები დაგვრჩა და ვერ გავიგეთ, 20 ივნისს ვინ ისროლა - გახარიამ თუ ვინმე სხვამ, ეს არ უნდა მომხდარიყო და ეს კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩენილიყო.

რაც შეეხება პოლიტიკურ ერთობას, ჩვენ ერთობის ფასი ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ ერთიანობის პირობებშიც ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი და წევს გამარჯვების თამასას, მაგრამ ამ პირობებშიც კი არ არსებობს რეჟიმის დამარცხების რაღაც გარანტირებული ფორმულა, თუმცა ოპოზიციის მთავარი გამოწვევა ეს არის. ჩვენ ვუყურებთ, რომ მხოლოდ შეუპოვარი, უკომპრომისო ბრძოლითაა შესაძლებელი, რომ რეჟიმი დაამარცხო", - განაცხადა ანა წითლიძემ.