მათთვის არავინ არაფერს ნიშნავს, მათთვის მთავარი ის არის, რომ რამდენიმე ადამიანი იყოს კარგად, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დღეს თუ "ოცნების" მხარესაა, ისინიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ სანაგვეზე.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაც პერიოდში შეიძლება ფიქრობდეს, რომ არის მათი თანამებრძოლი, ერთგული, მეგობარი, მოკავშირე და ა.შ., ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს სანაგვეზე გადაგდებული. 

ეს მომავალში უნდა გაითვალისწინონ სხვა ადამიანებმა, ვინც მათი გულისთვის დღეს ადამიანებს სცემენ, ცრუ ბრალდებებს იძლევიან და არაფრის გამო ატუსაღებენ.  უნდა იცოდნენ, რომ მათაც ისე მოექცევიან, როგორც ექცევიან სხვებს, რომლებიც აქამდე მათი თანამებრძოლები იყვნენ.  მათთვის არავინ არაფერს ნიშნავს, მათთვის მთავარი ის არის, რომ რამდენიმე ადამიანი იყოს კარგად", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.