მე არ დავუჭერდი მხარს იმიტომ, რომ შესაძლოა, მასებთან რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ პატრიარქის დაკრძალვაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია.

"უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა, მართალი გითხრათ, პირადად მე არ დავუჭერდი მხარს იმიტომ, რომ შესაძლოა მასებთან რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან თავის ადვოკატს სთხოვა, რომ განცხადების დაწეროს და მიეცეს საშუალება პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვას დაესწროს.