საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ძალაუფლების მიტაცება მოხდა. ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, პირველივე არჩევნებიდანვე, როდესაც მისმა პარტიამ 2012 წელს გაიმარჯვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის, ანუ კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.

"საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ძალაუფლების მიტაცება მოხდა. ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, პირველივე არჩევნებიდანვე, როდესაც მისმა პარტიამ 2012 წელს გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, ის რუსეთიდან მილიარდებით დაბრუნდა, რათა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეეცვალა. მისი და რუსეთის, ანუ კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.

სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ავტორიტარული მმართველობა - ისეთი, როგორსაც ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში კრემლის წარმატებაც არის. მან და მისმა პარტიამ ქართველ ხალხზე მანიპულირება მოახდინა. საჯაროდ ამბობდა, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი იყო, მაგრამ პრაქტიკაში საპირისპიროს აკეთებდა. მათ მანიპულირება აქაც, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაშიც შეძლეს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.