საქართველო როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებს შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ქართული ოცნებისეული" გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თუ ეს დანამდვილებით გვინდა, რომ გარანტირებული იყოს, მაშინ უნდა ვიყოთ დაცულები და არ არსებობს მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია, მით უმეტეს, როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. ნატოს გარეშე, ევროკავშირის გარეშე ყველაფერი არის ლაყბობა და ტყუილი, ამიტომ საქართველო როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ღირსეული პარტნიორი" 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, თუმცა აშშ-მა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.