ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ აშშ კობახიძის მთავრობასთან კომუნიკაციას წყვეტს... ოლიგარქს გადაწყვეტილი აქვს ელჩის გამოწვევაც, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

"დროების" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს. ეს კობახიძესთან შეერთებული შტატების ელჩის დაბარების და ვაშინგტონისადმი ღიად გაჟღერებული მუქარის შემდეგ მოხდა.

გარდა ამისა, "დროების" ცნობით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს", - წერს "ფორმულა".

მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ე.წ. "თავდაუსხმელობის აქტზე" ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება.

"ფორმულა" წერს, რომ ეს სწორედ ის მოთხოვნაა, რომელსაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციის და ორივე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვენ.