"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კოკა მორგოშია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ძმები გურამ და დავით კაკულიები საქართველოში ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ შემოიყვანა.

მისივე მტკიცებით, სწორედ ფარცხალაძის გარემოცვამ მიაწოდა არასწორი ინფორმაციას ძმებ კაკულიებს იმის შესახებ, რომ მათი მამის მკვლელობაში ნიკო კვარაცხელიას მამის, "კანონიერი ქურდის" გია კვარაცხელიას ხელი ურევია.

"ახლა ვუსმენდი პროკურატურის ბრიფინგს ცხონებული ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე და ერთი ნიუანსი მინდა ვთქვა: ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით -  გასაგებია ვინ ესროლა, გასაგებია, სად იმალებოდნენ, გასაგებია, ვინ იყო ამაში ჩართული, მაგრამ ეს რაც დღეს პროკურატურამ თქვა. მე პირადად ვიცოდი მაგალითად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში და რაღაცა ნიუანსები რამდენიმე საათშიც. მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ნიუანსები, რაც დღეს პროკურატურამ თქვა, ოჯახმაც იცოდა ფაქტობრივად მაშინვე.

აქ მთავარი რა არის იცით?  -5 წელი, რომ ამას დასჭირდა, აი, ამის უკან ვინ დგას, ესაა მთავარი. ვინ დგას ამის უკან - ჯერ რომ 5 წელი ამას დასჭირდა, გასაგებია პროკურატურის მადლობელი უნდა იყოს, ალბათ, ნაწილობრივ ყველა. ვერავის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მაინც, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ აი, წინა პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დაქვემდებარებაში რომელიც იყო, ამას რატომ არ იძიებდა, ამას რატომ არ იძიებთ?! ან ეს ძმები კაკულიები, თუნდაც ეს ბუსა ჟვანია და ეს მკვლელები ჭელიძე და მეორე [გიორგი კავილაძე], ამ ბავშვებს ვინ ჩაუდო თავში, რომ დათო კაკულიას გარდაცვალებაში გია კვარაცხელიას ხელი ურევიაო, ეს ზღაპარი და ეს ბოროტება ვინ დააჯერა ამ ბავშვებს, ეგ არის მანდ მთავარი.

როგორ შემოვიდნენ კაკულიები, არ იცის დღევანდელმა ხელისუფლებამ ოთარ ფარცხალაძის შემოყვანილები რომ არიან? და ისიც არ იციან, რომ ამ ბავშვებს შორის "ბალამუტი" ოთარ ფარცხალაძის გარემოცვამ რომ ჩააგდო? ისეთი რამე რომ დააჯერეს კაკულიებსაც, რაშიც საერთოდ არაფერი წვლილი გიას და მის ოჯახს არ აქვს?

მერე ის არ ახსოვთ დღევანდელ ძალოვნებს, ყველანი ხომ ფარცხალაძის და ლილუაშვილის დაქვემდებარებაში არ იყვნენ, არ ახსოვთ (ლევან) კაჭარავა რომ მოკლეს ისევ ფარცხალაძის გარემოცვამ და გია კვარაცხელიას აბრალებდნენ, რომ კაჭარავა მოკლაო, ცხონებული იმიტომ, რომ კაკულიებთან და მის ოჯახთან ახლობლობდა, ყურადღებას აქვეცდა და პატრონობდაო.

ანუ, ეს თავები ერთმანეთს, რომ გადააბეს და ეს ამხელა "ბალამუტი" რომ დაატრიალეს შიგნით და ახალგაზრდა კაცი, ქართული გენოფონდის ერთ-ერთი წარმოსაჩენი ახალგაზრდა, რომ "ბალამუტის" გამო მოკლეს, ნიკო კვარაცხელია, ეს ბავშვებიც ხომ დაღუპეს, მე კი არავის ვიცავ და ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ აქ გააყოფინეს თავი, სადაც გააყოფინეს და მერე კიდევ ტილიკა ზევიდან რომ მიაყოლეს და ამ ყველაფრის უკან მარტო ფარცხალაძე და მისი გარემოცვა როა, აი ამას როდის გაშლით. ანუ ეგ არის მანდ კვანძი მთავარი, რომ რა ბოროტება ტრიალებდა ამ ქვეყანაში, რომ ასე ვიღაცა ეშმაკები იჯდნენ კოკაინ გაყნოსილები და უბრალოდ, როგორც სათამაშო კლუბი, გეიმერების კლუბი, ისხდენენ და ამ ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, მკვლელობებს, განზრახ მკვლელობებს და შეკვეთილ მკვლელობებს გეგმავდნენ.

ეს ყველაფერი ხელისუფალნო, გასაგებია, რომ ვინც ხართ ამ მმართველობაში, ამ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, ამ ბოროტებებთან პირდაპირ არაფერი წვლილი არ მიგიძღვით, მაგრამ ეს თქვენი ყოფილი შსს-ს მოადგილეები, ყოფილი გენპროკურორი, გაბიტაშვილი, შოთაძე, ეს ფარცხალაძის შნირები კიდევ რომ ქალაქში დადიან, ჩვეულებრივად რომ მოძრაობენ, ამ ხალხს როდის დაიჭერთ? ეს ბოროტება რაც დატრიალდა ქვეყანაში... რამდენი ადამიანი არის მკვდარი და გარდაცვლილი და სუიციდამდე მივიდნენ ამ ფარცხალაძე და მათი კლანის ფსიქოტროპული წამლებით, ესეც პირველად გაიგეთ? ნარკოტიკებს რომ "კრიშავდნენ" ეგეც პირველად გაიგეთ?", - ამბობს კოკა მორგოშია. 

ცნობისთვის, კოკა მორგოშია, თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე მიცემული ჩვენების გამო, მასზე გაბრაზდა და მისი ლიკვიდაციის გეგმას, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში განიხილავდა.