ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუსში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც სუსში "ტვ პირველს" განუცხადეს, საქმე ეხება ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ანტიკორუფციულ სააგენტო სწავლობს.

"ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით", - განაცხადეს სუსში.

ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა.

გადადგომას წინ მისი ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის კორუფციის ბრალდებით დაკავება უძღოდა.

მიქაუტაძეს გამოძიება 2 556 192 ლარის „უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას“ ედავება.