ეს ნიშნავს იმას, რომ ტოტალიტარული დიქტატურის დამყარება სურთ, სადაც ადამიანს შეიძლება შეხედულებების გამო სჯიდნენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთიც კი მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ცნობს და რა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ტოტალიტარული დიქტატურის დამყარება სურთ, სადაც ადამიანს შეიძლება შეხედულებების გამო სჯიდნენ, მაგალითად, 1924 წელს, ან 1935 წელს ან 1948 წელს საქართველოში ვინმეს რომ ეთქვა, რომ ის არ ცნობს საბჭოთა კავშირს და საბჭოთა კავშირის მთავრობას, ასეთ ადამიანს დასჯიდნენ. რუსეთი და კიდევ ოთხი სახელმწიფო არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი ცნობენ მხოლოდ "ქართულ ოცნებას", როგორც საქართველოს მთავრობას და გაყალბებული არჩევნების შედეგებს, მაგრამ ისინი არ ცნობენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ის ადამიანები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და არ ცნობენ ამ ხელისუფლებას, როგორც ლეგიტიმურს, ეს პრობლემას წარმოადგენს "ქართული ოცნებისთვის" და ამიტომ, ის ცდილობს, რაც არ აქვს, ძალით, დაშინებით და ავტორიტარიზმით მოიპოვოს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.