საზოგადოებას სჭირდება ძლიერი დამრტყმელი ძალა, ოპოზიციამ უნდა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა კლანმა, რომელიც დარჩა და ეწინააღმდეგება რეჟიმს, უნდა გაიაზროს საზოგადოებრივი დაკვეთა. 

"ნაციონალური მოძრაობა" იყო პარტია, რომელიც ამბობდა, რომ ოპოზიციის გაერთიანება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო და თავადვე წასულიყო მაქსიმალურ დათმობებზე, ამის მთავარი გამჟღერებელი და შეიძლება პირველი მთქმელიც ამისა იყო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მე მგონია, რომ ოპოზიციურმა კლანმა, რომელიც დარჩა და ეწინააღმდეგება რეჟიმს, უნდა გავიაზროთ საზოგადოებრივი დაკვეთა და მაქსიმალურად შევასრულოთ ის. საზოგადოების დაკვეთა კი გახლავთ შემდეგი - ოპოზიციამ ნაკლები ვისაუბროთ ბარიერებზე და მეტი ვისაუბროთ მიზნებზე. თუ მიზანს ხედავ, მერე ბარიერი ნაკლები პრობლემაა. მე ასე ვხედავ, რომ ამ ქვეყნის მოყვარე საზოგადოებას სჭირდება ძლიერი დამრტყმელი ძალა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.