არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი ადამიანია რეპრესირებული "ნაციონალური მოძრაობიდან", - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა არის, რომ საკუთარი ფინანსური კაპიტალი უზრუნველყოს. კაცის დაჭერა ვისაც ეჩქარება, იმ რეჟიმის ბოლო მიმაჩნია, რომ იქნება მძიმე და არის კიდეც.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროტესტი გაგრძელდეს, ეს ხალხი გვყავს დასახსნელი და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა. 

გუშინ სასამართლო დარბაზი გამსჭვალული იყო მართლა დამორჩილებული მოსამართლეებით, პროკურორებს წარმოუდგენლად ეჩქარებოდათ ადამიანის პატიმრობა, რაც ცალკე ტრაგედიაა. ყველაფერი იმდენად აბსურდულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი ადამიანია რეპრესირებული "ნაციონალური მოძრაობიდან", როგორ ათავისუფლებდნენ საჯარო მოხელეებს, როგორ იჭერდნენ ადამიანებს, მაგრამ გუშინდელ სასამართლოზე სხვა ემოციური განცდა იყო. რეჟიმს გაცილებით უფრო დიდი შიში აქვს ჩვენი, ვიდრე ჩვენ გვაქვს ჩვენს თავში რწმენა"  , - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.