"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა ცივილური სამყაროს მიერ ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას დააჩქარებს.

"კომისიაში არ მისვლასთან ერთად, გირაოს არ გადახდა არაღიარების გაგრძელებაა. "ოცნებამ" და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ "ოცნებასთან" არაფრის ფასად ვთანამშრომლობთ. კომისიაზე არ მისვლა წითელი ხაზი იყო. ეს მხოლოდ გახარიამ გადალახა. ამ კრიტიკაში აღარ შევალ.

ზურამ და მეც ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო სწორი, მყარი პოზიციაა, როდესაც გირაოს არ იხდი, თუმცა "ოცნების" არაღიარების განმსაზღვრელი არის კომისიაზე მისვლა/არ მისვლა და არა გირაო. ეს არის დემონსტრირება, რომ არაფრის ფასად ამ სისტემის აღიარება არ იქნება. ამან გამოიწვია საზოგადოების კონსოლიდირება.

რეპრესიები ზურათი არ დაწყებულა. პოლიტპატიმრების პრობლემის მოგვარება მოხდება მხოლოდ სისტემის დემონტაჟის შედეგად. ამ სისტემის დემონტაჟის გზა არის არაღიარება და არალეგიტიმაცია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერას მოჰყვება ფასი, სანქცირების ტალღას დააჩქარებს, ასევე ხდება სისტემის მხილება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში. 

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს.