არა თუ არ ესწრება, არამედ ვერ  ესწრება რუსული ოცნების დელეგაცია იმიტომ, რომ მათ მოუწიათ ამ ასამბლეის დატოვება მას შემდეგ, რაც უარი თქვეს მოთხოვნების შესრულებაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ დებატებზე მოლოდინია, რომ მოითხოვენ საქართველოში მყოფი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

"არა თუ არ ესწრება, არამედ ვერ ესწრება რუსული ოცნების დელეგაცია იმიტომ, რომ მათ მოუწიათ ამ ასამბლეის დატოვება მას შემდეგ, რაც უარი თქვეს იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც იყო წაყენებული ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაში. ეს იყო ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დებატებზეც იმავე მოთხოვნებს ვიხილავთ მაშინ, როცა რეჟიმი არა მხოლოდ ასრულებს ამ მოთხოვნებს, არამედ პირიქით, ყოველდღიურად უფრო მეტ პოლიტიკურ პატიმარს აჩენს ქვეყანაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.