არნახულად იდიოტური ინოვაცია შექმნეს, რასაც ჰქვია წამყვანი პროფესორი და რა არის ეს წამყვანი პროფესორი? ეს იქნება თან პროფესორი, თან - ოდეერი, ანუ - "კაგებეშნიკი", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს, რეალურად, დამღუპველი ნაბიჯია, როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის.

"არნახულად იდიოტური ინოვაცია შექმნეს, რასაც ჰქვია წამყვანი პროფესორი და რა არის ეს წამყვანი პროფესორი? ეს იქნება თან პროფესორი, თან - ოდეერი, ანუ - "კაგებეშნიკი", დაახლოებით ასეთი რაღაცაა. ეს ნიშნავს ადამიანს, რომელმაც სასწავლო პროცესიც უნდა აკონტროლოს. მაგრამ, სინამდვილეში, მათ მოუვიდათ შეცდომა და ეს გაცილებით დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს იმიტომ, რომ რეალურად, იდიოტური პრინციპია ისიც, რასაც ჰქვია ერთი ქალაქი - ერთი უნივერსიტეტი, რომელმაც ბატონმა კობახიძემ "ილიაუნის" გასანადგურებლად მოიფიქრა, მაგრამ ივანიშვილის და კობახიძის პრინციპი ხომ ასეთია - ვთქვით და უკან ხომ არ დავიხევთო და ასეც იქცევიან.

ეს, რეალურად, დამღუპველი ნაბიჯია, როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის. ისინი სპობენ მნიშვნელოვან წერტილებს და ცდილობენ, ყველგან და ყველაფერს აკონტროლებდნენ", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, უმაღლეს განათლებაში შემოდის ახალი, წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას.