ქვეყანაში ბოლო დროს მიღებული კანონები არის არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და ის სპობს ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, უარესდება დღითი დღე კანონები და იზღუდება შესაძლებლობები გამოხატვის თავისუფლების კუთხით.

"ქვეყანაში ბოლო დროს მიღებული კანონები არის არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და ის სპობს ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას. ამაზე ჩვენ ვენეციის კომისიამ პირდაპირ გვითხრა, რომ ზედმეტი დიპლომატიური, ან სამართლებრივი რევერანსების გარეშე უკვე არსებული კანონები უნდა გაუქმდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ უარესდება დღითი დღე ეს კანონები, იზღუდება შესაძლებლობები გამოხატვის თავისუფლების კუთხით და უფრო მეტად გადადის ქვეყანა არადემოკრატიულ მდგომარეობაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხების ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობა უკვე ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს დადგენილი", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.