2 აგვისტოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც ბათუმის ევროპული მარშით უარს ვიტყვით ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი რეჟიმის სპექტაკლში მონაწილეობაზე!, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" პატიმრობაში მყოფი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოლიგარქია უნდა დაემხოს.

"2 აგვისტოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც ბათუმის ევროპული მარშით უარს ვიტყვით ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი რეჟიმის სპექტაკლში მონაწილეობაზე! ბათუმიდან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გაუტეხლობა, სიმამაცე და თანმიმდევრულობა მიზნისკენ მიმავალ გზაზე! თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!", - წერს ნიკა გვარამია.