მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მათ შორის, როდესაც თავის დროზე, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, როცა გლდანის ციხეში, კლინიკაში გადაჰყავდათ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ჯანმრთელობის კუთხით მიხეილ სააკაშვილი ისევ ისე გამოიყურება, როგორც სასამართლო ჩართვებში იყო.

"რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკვე რამდენიმე წელია, კლინიკაში იმყოფებოდა, რადგან მისი კლინიკაში ყოფნის საჭიროება იყო. კლინიკაში იყო როდესაც ბოლოს ვნახე და გამოიყურებოდა ისე, როგორც მას სატელევიზიო ჩართვებისას ვხედავდით, სასამართლო პროცესებზე.

მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მათ შორის, როდესაც თავის დროზე, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, როცა გლდანის ციხეში, კლინიკაში გადაჰყავდათ. ეს ყველაფერი იგეგმება არა პენიტენციურ სამსახურში, არამედ ამასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური პირდაპირ დავალებებს იღებს „ქართული ოცნებიდან“. შესაბამისად, თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორც აქამდე მიუღიათ და ვნახეთ როგორც მოეპყრნენ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, ეს რისკებს გაზრდის", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.