"ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრის მთელი მოტივაცია არის ის, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ქვეყნის გარეთ ჩვენ ვაპირებთ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების გაუქმება არის მთლიანად არაკონსტიტუციური პროცესი.

"პოლიტიკური პარტიების გაუქმება არის მთლიანად არაკონსტიტუციური პროცესი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ქვეყნის შიგნით ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას - როგორ და რა ფორმით, ამას საზოგადოება ნახავს საკონსტიტუციოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრის მთელი მოტივაცია არის ის, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ქვეყნის გარეთ ჩვენ ვაპირებთ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ და გავასაჩივროთ, თუმცა ცხადია, მოლოდინი იმისა, რომ "ქართული ოცნებისთვის" ეს იქნება დამაბრკოლებელი, ან გაითვალისწინებს სტრასბურგს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"ქართული ოცნება" რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.