ბროდსკი, როგორც პოეტი, დღეს ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი კი სანაგვეზეა, ზუსტად ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, "ოცნებას" ეგონა, რომ მას და სხვა პოლიტიკოსებს ციხით შეაშინებდა.

"როდესაც საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? მან უპასუხა: პოეტი. ე.წ. მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა. ბროდსკი, როგორც პოეტი, დღეს ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი კი სანაგვეზეა. 

ზუსტად ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც. ამას იმ ადგილიდან ვწერ, რომელსაც, მათი აზრით, უნდა შევეშინებინე ან გავეჩერებინე და რომლითაც მთელ საქართველოს ემუქრებიან.

ფეხები არავის მოჭამოთ რუსებო!

ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.