ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე ზურაბიშვილს ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება. 

"ერთიანი ფორმატის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ფორმატმა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეგიდით შედგება, გაამართლოს საზოგადოებრივი მოლოდინი და უზარმაზარი ენერგიის კონვერტაცია კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგში მოახდინოს. ლიდერი არის ის, ვისაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ასეთი ნდობით დღეს ნამდვილად სარგებლობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, განსაკუთრებით, როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე მას ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.