დღეიდან დაიწყო 5-დღიანი ვადის ათვლა, რაც თემურ ქათამაძეს თეორიულად აძლევს შესაძლებლობას, რომ ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა, -  ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  თემურ ქათამაძეს ედავებიან ფეტულა გიულენის მოძრაობის წევრობას და მას შეიძლება 5-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობის რისკები შეხვდეს.

"თემურ ქათამაძის საქმეზე დასრულდა ეროვნულ დონეზე ყველა ტიპის წარმოება, მათ შორის გუშინ სააპელაციო სასამართლომ მიიღო ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც თემურ ქათამაძე ასაჩივრებდა მისი გაძევების საქმეზე გადაწყვეტილებას და დღეიდან დაიწყო 5-დღიანი ვადის ათვლა, რაც თემურ ქათამაძეს თეორიულად აძლევს შესაძლებლობას, რომ ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა.

თემურ ქათამაძეს ედავებიან ფეტულა გიულენის მოძრაობის წევრობას და მას შეიძლება 5-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობის რისკები შეხვდეს", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 2025 წლის  11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.  ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.