ამ მდგომარეობამდე საქმე "ოცნებამ" თავად მიიყვანა და ეს მიზანმიმართულად გააკეთა. ამ ყველაფერს კი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე მოჰყვა, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებამ" უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და მშვიდობა დააყენა არჩევანის წინაშე.

"ამ მდგომარეობამდე საქმე "ოცნებამ" თავად მიიყვანა და ეს მიზანმიმართულად გააკეთა. ამ ყველაფერს კი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე მოჰყვა, შესაბამისად, მათ ეს თავიდანვე იცოდნენ და გამიზნულად წავიდნენ ამაზე. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, იფიქროს, რომ ის, რაც გამიზნულად გააკეთეს, ამას ახლა უკან წაიღებენ. ეს კობახიძის რიტორიკიდანაც გამოჩნდა. კობახიძე მატყუარაა და ცრუობს. ჩემი აზრით, საზოგადოებამ ეს შეურაცხყოფად უნდა მიიღოს, რომ არჩევანი უვიზო მიმოსვლასა და მშვიდობაშია. კი მაგრამ, ეს უვიზო მიმოსვლა 8 წელი გვქონდა და აქამდე რატომ არ დადგა ეს საკითხი? ან შარშან რატომ არ დადგა ეს საკითხი, როდესაც ომის კიდევ უფრო მაღალი შესაძლებლობა არსებობდა? ასე რომ, ეს არის ტყუილი, ადამიანების ტვინის გამორეცხვის საშუალება, შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.