“დღეს აქ ვართ, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ეს გმირები სამარადჟამოდ იქნებიან საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილები”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

“ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ჯარმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველამ თავისი მიმართულებით გააკეთეს მაქსიმუმი, რომ საქართველო გადარჩენილიყო. პირველყოვლისა ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი, ეს გმირები სამარადჟამოდ იქნებიან საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილები”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.