დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს, - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ტატა ხვედელიანმა.

"მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ.

რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები და მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, - განაცხადა ხვედელიანმა.